სამ გამოჯანმრთელებულს დაემატა ხუთი - მარინა ენდელაძე

საქართველო, თბილისი - 23:15 | 22.03.2020
ნანახია: 991

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ რამდენიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან კიდევ 5 უარყოფითი პასუხი მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში კორონავირუსი უკვე 8 ადამიანმა დაამარცხა.

"პირველი სასიხარულო ამბავი ის მინდა გითხრათ, რომ 2 პაციენტი დღეს კიდევ გავწერეთ. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაგვემატა ახალი გამოჯანმრთელებულები. შეიძლება ხვალ ყველა ვერ გავწეროთ, ალბათ რამდენიმე დატოვებს კლინიკას, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ დღეს მივიღეთ 5 უარყოფითი პასუხი. სამს დაემატა ხუთი და უკვე თანდათან წამოვლენ გამოჯანმრთელებულები.“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე