საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტების რაოდენობა 4-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 22:15 | 22.03.2020
ნანახია: 1395

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა მარინა ენდელაძემ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსი 4-მა პაციენტმა დაამარცხა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 3254 მოქალაქეა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 233.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე