საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 10:43 | 22.03.2020
ნანახია: 723

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. განმეორებითმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. ერთმა პაციენტმა კლინიკა გუშინ უკვე დატოვა, ერთი კი საავადმყოფოდან დღეს გაეწერება.

„დავიწყებ სასიამოვნო ინფორმაციით, გუშინ გითხარით, რომ მონიტორინგს ვაწარმოებთ უკვე პირველი ეტაპის პაციენტებზე და ორ პაციენტზე განმეორებითი კვლევა ვირუსზე უარყოფითია. ერთმა პაციენტმაგუშინ უკვე დატოვა ჩვენი დაწესებულება, მეორე დატოვებს დღეს.ესეიგი  შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ვთქვათ, რომ სამმა პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი“ ,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე