საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 19:22 | 21.03.2020
ნანახია: 728

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ვებგვერდის ინფორმაციით, ქვეყანაში სულ ახალი კორონავირუსის 49 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია ერთი.

კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 259.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე