საქართველოში შემოსულ ყველა მოქალაქეს საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ

საქართველო, თბილისი - 13:33 | 20.03.2020
ნანახია: 654

საქართველოში შემოსულ ყველა მოქალაქე საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ. ამის შესახებ მედიას პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა, მივიღეთ გადაწყვეტიელბა, რომ ქვეყანაში შემოდიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოემგზავრებიან ისინი, გადაინაცვლებენ საკარანტინო ზონაში და იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ. შესაბამისი პროცედურების გათვალსიწინებით იქნება მათ მიმართ გადაწყვეტილებები მიღებული“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე