ურეკში ავტოავარიას ახალგაზრდა ქალი ესმხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:16 | 17.03.2020
ნანახია: 810

 ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ურეკში ავტოსაგზაო შემთხვევას. ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავდა 7 ადამიანი, მათგან 4 მცირეწლოვანია.

ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე