მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან

საქართველო, თბილისი - 11:15 | 16.03.2020
ნანახია: 781

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან.

„ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან ჩვენს კლინიკაში. ეს არ არის სწორი ინფორმაცია, რადგან ყველა დადასტურებული შემთხვევა მოდის ძირითადად ჩვენს ცენტრში. 28 პაციენტი არის ჩვენთან და თუ არ ვცდები, ხუთი არის სხვა კლინიკებში, მათ შორის ჩეხეთის მოქალაქე არც ერთი არ არის. ჩეხეთის მოქალაქეებთან კორონავირუსზე დასტური არ არის მიღებული“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამ ჩეხ ტურისტს, რომლებიც გუდაურში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე