გვაქვს კორონავირუსის ე.წ. მესამეული გადაცემა - ამირან გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 14:21 | 14.03.2020
ნანახია: 760

გვაქვს კორონავირუსის ე.წ. მესამეული გადაცემა ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა.

„დღეს არის 30 შემთხვევა. დრეს დადასტურებული ახალი შემთხვევები უკავშირდება ისტორიას იტალიასთან. 30 შემთხვევიდან ორ შემთხვევაში არის ირანში მოგზაურობა, ერთი ესპანეთში მოგზაურობის ისტორია, დანარჩენი შემთხვევა პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება იტალიას, აქედან 12 მოგზარობას, 10 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს. ახლა  გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემა ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი.ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 314 ადამიანი, თვითიზოლაციაიში ათას 100 ადამიანი”- განაცხადა გამყრელიძემ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე