ბათუმის მერია ახალი წლის დღესასწაულზე და ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს

საქართველო, თბილისი - 22:04 | 30.12.2015
ნანახია: 1572

ბათუმის მერია ახალი წლის დღესასწაულზე და ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.

„ახალი წლის დღესასწაულზე და ბათუმში მოსალოდნელი ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, 31დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს მერიის ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, საჭიროების შემთხვევაში“, აცხადებენ ბათუმის მერიაში.

მოქალაქეებს კი, 24 საათის განმავლობაში შეეძლებათ დაუკავშირდნენ მერიის ცხელ ხაზს შემდეგ ნომრებზე: 27 26 09; 24 22 22.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე