ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იტალიიდან დაბრუნებული სამი ადამიანი გადაიყვანეს

საქართველო, თბილისი - 11:32 | 14.03.2020
ნანახია: 670

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იტალიიდან დაბრუნებული სამი ადამიანი მოათავსეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მათ საეჭვო სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა პრევენციის მიზნით, ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ანალიზები უკვე გადაგზავნილია ლაბორატორიაში.

დღემდე, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 20 პირი იყო შეყვანილი, თუმცა კორონავირუსი არც ერთ მათგანს დაუდასტურდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე