პაციენტი, რომელსაც პირველად დაუდასტურდა კორონავირუსი, გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 11:07 | 14.03.2020
ნანახია: 971

პაციენტი, რომელსაც პირველად დაუდასტურდა კორონავირუსი, გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ჩატარებულმა ანალიზებმა აჩვენა, რომ ის გამოჯანმრთელებულია.

"მასთან ტესტი მეთოთხმეტე დღეს გაკეთდა და მაშინ მივიღეთ პასუხი მცირე კონცენტრაციით. ტესტირება გუშინ განმეორდა და პასუხი მივიღეთ უარყოფითი. ეს ძალიან კარგი ფაქტია, მაგრამ წესის მიხედვით, პროტოკოლურად აუცილებელია, რომ 24 საათის ინტერვალში კიდევ ერთხელ განმეორდეს ტესტირება და თუ მეორედაც უარყოფით პასუხს მვიიღებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელებულია", - განაცხადა მარინა  ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე