14 მარტიდან საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილება შეჩერდება

საქართველო, თბილისი - 21:14 | 13.03.2020
ნანახია: 947

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან საუბრის შედეგად, მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება, 2020 წლის 14 მარტიდან 10 დღის განმავლობაში საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ავრცელებს.

ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყოფენ სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში შეუფერხებელ შესვლას. შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე.





პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე