თიბისი ბანკი მსესხებლებს სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს

საქართველო, თბილისი - 14:20 | 13.03.2020
ნანახია: 685

თიბისი ბანკი მსესხებლებს სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი.

საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ნაბიჯით თიბისი უმარტივებს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრებას.

დეტალურ ინფორმაციას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ", აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე