თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 22 პაციენტიდან, შვიდს პნევმონია აქვს - მარინა ეზუგბაია

საქართველო, თბილისი - 11:01 | 13.03.2020
ნანახია: 689

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული 22 პაციენტიდან შვიდთან დადასტურებულია პნევმონია. მისივე თქმით, აქედან ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. თუმცა რამდენიმე დღეა, მისი მდგომარეობა სტაბილურია დაავადება არ პროგრესირებს.

„შეიძლება ითქვას, რომ თუ პროგრესირება შეჩერდა და სტაბილურია, მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა და არა როგორც მძიმე, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ მიუხედავად მკურნალობისა, პაციენტების დაავადება შეიძლება, პროგრესირდეს. ეს არის დაავადების ხასიათი. ამიტომ დაახლოებით, ინფიცირების პირველი დღიდან 13 დღემდე შეიძლება, მოხდეს პროგრესირება. თუ გადავლახეთ ეს 13 დღე და პაციენტის მდგომარეობა იქნება სტაბილური, ეს ნიშნავს, რომ თანდათანობით დაიწყება გაუმჯობესება და გამოჯანმრთელებისკენ ტენდენცია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ მოზარდს, ეზუგბაიას თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე