საქართველოს მთავრობა იტალიასთან ფრენების შეწყვეტის საკითხს განიხილავს - ივანე მაჭავარიანი

საქართველო, თბილისი - 12:32 | 05.03.2020
ნანახია: 945

საქართველოს მთავრობა იტალიასთან ფრენების შეწყვეტის საკითხს განიხილავს. როგოც ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განუცხადა საკითხი განიხილება, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

"ფრენების შეწყვეტის საკითხი პრაქტიკულად ყოველდღიურ თათბირებზე განიხილება, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. იტალიის მიმართულება შედარებით მაღალრისკიანია. კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეს არის რისკის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ რეალურად, რისკები მაინც დარჩება, შეიძლება, სხვა მიმართულებიდან შემოვიდნენ.

თუ გნებავთ, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაცული, საერთოდ უნდა ავკრძალოთ ფრენები, რაც ძალიან ძვირი დაჯდება", - განცხადა ფინანსთა მინისტრმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე