საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი

საქართველო, თბილისი - 13:23 | 02.03.2020
ნანახია: 1230

2-6 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 2 მარტს დღის საათებში +12, +17 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 3-6 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +21, +26, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღეს, 2 მარტს +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3-6 მარტს +19, +21 გრადუსამდე მოიმატებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე