რუსთავში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს

საქართველო, თბილისი - 13:20 | 02.03.2020
ნანახია: 895

რუსთავში, გვიან ღამით, ორი შეიარაღებული პირი ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიჭრა და მუქარითა და იძულებით თანხა გაიტაცა. წაღებულია დაახლოებით 1300 ლარი. 

დანაშაულში მონაწილე ორი პირი უკვე იდენტიფიცირებულია და ისინი, სავარაუდოდ, პოლიციამ უკვე დააკავა. ინციდენტისას არავინ დაშავებულა. 

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე