ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 15:45 | 28.02.2020
ნანახია: 935

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

დაღუპულებს შორის არიან ცოლ-ქმარი.  ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა ორი პირი. ისინი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებულები. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე