ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის რეჟიმშია - ამირან გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 14:58 | 28.02.2020
ნანახია: 1095

მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო საქართველო შესაბამის ზომებს იღებს და ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის რეჟიმშია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფრენეციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ამ ვირუსის მატარებელი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც თბილისში, ინფექციური საავადმყოფოშია მოთავსებული, დამაკმაყოფილებელია.

ამირან გამყრელიძის თქმით, საფრთხე არის გლობალური და არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ახალი შემთხვევებიც დაფიქსირდეს.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კარანტინში იმყოფება 87 ადამიანი, აქედან 31 საჩხერეში, 21 აბასთუმანში და ასევე, გამოიყო ბავშვთა განყოფილება ტუბცენტრში, რომელიც იზოლირებულია ძირითადი შენობისგან და იქ არის 35 ადამიანი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე