ჩვენი ეკონომიკის საფუძველი არის თავისუფალი ბიზნესი, ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს - გიორგი გახარია
საქართველო, თბილისი - 13:09 | 26.02.2020 ნანახია: 1280
ჩვენ არ ვართ დაინტერესებული, ვისაუბროთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიღწევებზე. ჩვენი ინტერესი უფრო არის ვისაუბროთ - საქართველოს ბიზნესის მიღწევებზე, რამეთუ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკის საფუძველი და ხერხემალი არის თავისუფალი ბიზნესი, ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს.
მოგეხსენებათ, ჩვენი ეკონომიკის სისტემური გამოწვევა გახლავთ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა. აქ დაბალანსებული ურთიერთობის, დაბალანსებული პოლიტიკის გარეშე კერძო სექტორსა და სახელმწიფო ინტერესს შორის, სერიოზული შედეგების მიღწევა შეუძლებელია.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ დღეს ასეთი მასშტაბური და გლობალური სათაური გვაქვს ჩვენი კონფერენციის - „საქართველო და მსოფლიო 2020“, ეკონომიკურ ჭრილში ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ განვიხილავთ ჩვენს ქვეყანას საქართველოს ეკონომიკურად, როგორც ძლიერ პლატფორმას, რომელიც ემსახურება დიდი ეკონომიკების სერვისებით მომარაგებას,“-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკური კონფერენციის - „საქართველო და მსოფლიო 2020“ გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა კონფერენციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის საშუალებას იძლევა ღია რეჟიმში, ყველა წარმომადგენელს, ყველა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა განიხილონ, პირველ რიგში, ქართული ეკონომიკის გამოწვევები და შესაბამისად, მიღწევებიც.
პრემიერმა ისაუბრა გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების ხელშეკრულებების შესახებ და ყურადღება გაამახვილა, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აქვს როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან და ყველა მეზობელთან.
„საქართველო მიზანმიმართულად ახორციელებს მთელი რიგი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების ხელშეკრულებების გაფორმებას. საქართველო გახლავთ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აქვს როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან და ჩვენს ყველა მეზობელთან. უკვე მოლაპარაკების აქტიურ რეჟიმში ვართ და მალე დავასრულებთ ისრაელთან, ასევე ინდოეთთან და ჩვენ გვექნება ძალზედ ძლიერი პორტფელი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმებისა.
რატომ - ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველო არის პატარა ბაზარი, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ გვსურს, რომ ქვეყანა გახდეს პირველ რიგში პლატფორმა, ჰაბი, დიდ ეკონომიკებს შორის ვაჭრობის, ბიზნესაქტივობისა და ინვესტიციების მომსახურების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ ვქმნით ჩვენ ძლიერ პაკეტს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმებისა,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანაში შეიქმნას განსაკუთრებული ბიზნესკლიმატი ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი, სერვისის სფეროში.
„გარდა ამისა, ყველაფერი რაც დაკავშირებულია ტრანსპორტთან, ტრანზიტთან, ლოგისტიკასთან არის პრიორიტეტი ჩვენი ეკონომიკისთვის. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობა პირველ რიგში აკეთებს იმას, რომ ქვეყანაში შეიქმნას განსაკუთრებული ბიზნესგარემო, განსაკუთრებული ბიზნესკლიმატი ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი, სერვისის სფეროში.
სერვისები ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკონომიკის მომავალია. ყველას კარგად გვესმის, რომ ამას სჭირდება ბევრი წელი, სერვისებს სჭირდება მაღალი დონის კომპეტენცია, სერვისზე ორიენტირებული ეკონომიკა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი.
სწორედ ამიტომ, მსგავს კონფერენციებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად, ბიზნესმა, საექსპერტო საზოგადოებამ, მთავრობამ, სწორად ვიპოვოთ ქვეყნის როლი გლობალურ კონტექსტსა და რეგიონულ კონტექსტში.
მივესალმები ამ კონფერენციას, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩვენს სტუმრებს, მივესალმები ბატონ ლეშეკ ბალცეროვიჩს და მინდა გითხრათ, რომ საქართველოს თითოეული მეგობრის მონაწილეობა მსგავს განხილვებსა და დისკუსიებში არის ფასდაუდებელი. დღეს საქართველო არის ტრანზიციის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, რომლის ძირითადი მისწრაფება პოლიტიკური თვალსაზრისით არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ეკონომიკური თვალსაზრისით არის - ღია ეკონომიკური ბაზარი.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
კონფერენცია ბრიტანული ჟურნალის - THE ECONOMIST წლიური გამოცემის „მსოფლიო 2020 წელს“ ეგიდით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით უკვე მეორედ ჩატარდა. წელს ღონისძიებას 200-მდე მონაწილე და სტუმარი დაესწრო. მათ შორის, მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ პანელებში მონაწილეობა მიიღეს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები.
კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელებზე დისკუსია წარიმართა თემებზე: საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი – სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დაბალანსებული ინტერესები; საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა გლობალურ კონტექსტში, ინფრასტრუქტურული განვითარება და როლი კონკურენტუნარიანობის ზრდაში; საქართველო-ევროკავშირის ბაზარზე მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები.
ღონისძიების მიზანი, ეკონომიკის სფეროს სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენელთა მონაწილეობით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ანალიზი, არსებული გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობების გლობალურ კონტექსტში გააზრება-განხილვა იყო.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















