თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 09:45 | 26.02.2020
ნანახია: 908

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა, გვიან ღამით, გაფრინდაშვილის სანაპიროზე მოხდა.

თვითმხილველების მტკიცებით, ავტომობილის მძღოლი დასაშვები სიჩქარით მოძრაობდა და საგზაო წესები არ დაურღვევია, რა დროსაც ქალმა გზაზე გადაურბინა. მიმდინარეობს გამოძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე