თეგეტა მოტორსმა ევროპული ბიზნეს ასოციაციის EBA- ს ბორდის შეხვედრას უმასპინძლა
საქართველო, თბილისი - 15:33 | 24.02.2020 ნანახია: 1094
თეგეტა მოტორსის სათავო ოფისში, ევროპული ბიზნეს ასოციაციის EBA-ს ბორდის შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს საქართველოში პროფესიული კადრების დეფიციტი და სხვადასხვა დარგის ჩართულობით აღნიშნული პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობები.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს თეგეტა აკადემიის, როგორ უნიკალური სასწავლო პლატფორმის შესაძლებლობებზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის მსგავსი პლატფორმების არსებობა სხვადასხვა ინდუსტრიული პროფილის მიმართულებით. სტუმრებმა დაათვალიერეს თეგეტა მოტორსის ინფრასტრუქტურა და სასწავლო ცენტრი.
"თეგეტა აკადემიის შექმნა, სწორედ პროფესიული კადრების დეფიციტით იყო განპირობებული. ამიტომ მოხარულები ვართ, რომ დღეს გვაქვს პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას ავტოსერვისის მიმართულებით. ამასთანავე გასულ წელს გავხსენით თეგეტა აკადემიის რეგიონალური აკრედიტირებული ფილიალი ქ. ბათუმში, რომელიც უზრუნველყოფს აჭარის რეგიონისა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს მასშტაბით კადრების მომზადებას.
განათლებაში ინვესტირება არის ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ამ მიმართულებით თეგეტა აკადემია ნამდვილად არის კომპანიის საამაყო და წარმატებული პროექტი. თუ მსგავსი პროფესიული სასწავლებლები გაჩნდება სხვადასხვა ინდუსტრიის მიმართულებით, ეს ძალიან დაეხმარება არა მხოლოდ ბიზნესს, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას. ჩვენ მზად ვართ ამ მიმართულებით ნებისმიერ დაინტერესებულ ბიზნესს გავუზიაროთ გამოცდილება", - განაცხადა თეგეტა მოტორსის გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა.
თეგეტა აკადემია ფუნქციონირებს 2017 წლიდან და წარმოადგენს უნიკალურ სასწავლო პლატფორმას, მისი მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ქვეყანაში და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ავტომომსახურების სფეროში.
2019 წლიდან თეგეტა აკადემიას მიენიჭა ავტორიზებული პროფესიული კოლეჯის სტატუსი და წარმოადგენს ერთადერთ ავტორიზირებულ კერძო კოლეჯს, რომელიც სთავაზობს სტუდენტებს დუალური განათლების მოდელს, რაც ეფუძნება პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას.
ევროპული ბიზნეს ასოციაცია EBA 100-ზე მეტ ქართულ და ევროპულ კომპანიას აერთიანებს. ორგანიზაციის ხედვაა, რომ საქართველოში ბიზნესისთვის შეიქმნას ისეთივე გარემო, როგორიც ევროპაშია. მისი მისია ორ მიმართულებას მოიცავს: საქართველოში ევროპული ბიზნესის ადვოკატირება/ლობირება და საქართველოსა და ევროპას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა.
ევროპული ბიზნეს ასოციაცია EBA ეთიკის კოდექსით აწესებს მაღალ სტანდარტებს ასოციაციის წევრებისთვის და ევროპული ღირებულებების ქვეშ აერთიანებს კომპანიებს. EBA-ს ხელმძღვანელობენ ის პირები, რომლებიც მართავენ წარმატებულ ევროპულ და ქართულ კომპანიებს.
მათი ცოდნისა და გამოცდილების დახმარებით მაღალკვალიფიციურად წარიმართება EBA-ს აქტივობები და ხელი ეწყობა საქართველოში როგორც არსებული ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, ასევე ქართული ბიზნესის ევროპის ბაზართან და ევროპულ ღირებულებებთან დაახლოებას.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















