სოფელ განთიადში ქალის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 13:36 | 14.02.2020
ნანახია: 973

დმანისში, სოფელ განთიადში დღეს დილით ქალის ცხედარი იპოვეს.

გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. ჰყავს თუ არა გამოძიებას ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჯერჯერობით უცნობია.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე