სასამართლომ მარიანა ჩოლოიანი პატიმრობაში დატოვა

საქართველო, თბილისი - 15:09 | 12.02.2020
ნანახია: 804

თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და მარიანა ჩოლოიანი პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე 10-ათასლარიანი გირაოთი ჩოლოიანის გათავისუფლებას ითხოვდა.

პროკურატურის მტკიცებით, მოწმეებზე, მათ შორის არასრულწლოვნებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში წარედგინა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე