თბილისში ინდოეთის მოქალაქე მოკლეს

საქართველო, თბილისი - 17:18 | 06.02.2020
ნანახია: 935

ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა თბილისში. ისანში ინდოეთის მოქალაქე მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. გავრცელებული ცნობით, სავარაუდო დამნაშავე და მოკლული, მეზობლები იყვნენ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე