საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან 100 მილიონი ლარის მოცულობის 5 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი
საქართველო, თბილისი - 12:45 | 06.02.2020 ნანახია: 1461
საქართველოს ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა, 100 მილიონი ლარის მოცულობის 5 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ფინანსური რესურსი მცირე და საშუალო საწარმოთა დაფინანსებას მოხმარდება.
ინვესტიცია განხორციელებულია პროგრამის - „შესაძლებლობები მეწარმე ქალთათვის“ ფარგლებში, რომელიც არის IFC-ისა და Goldman Sachs Foundation-ის გლობალური ინიციატივა ქალ მეწარმეთა მხარდასაჭერად. პროგრამის ფარგლებში, სესხის 25% მეწარმე ქალთა საჭიროებისთვის არის განკუთვნილი.
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) ფინანსურ რესურსს ლარში დენომინირებული ევროობლიგაციების კერძო განთავსების მეშვეობით მოიზიდავს. ტრანზაქციას საქართველოს ბანკის ჯგუფის შვილობილი კომპანია Galt & Taggart-ი განახორციელებს.
"მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი IFC-თან ერთად კვლავ აგრძელებს ადგილობრივ ვალუტაში მნიშვნელოვანი ტრანზაქციების განხორციელებას. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტს ლარში დენომინირებული ფინანსური რესურსი შევთავაზოთ.
ასევე, ხელი შევუწყოთ მეწარმე ქალებისთვის ახალი ფინანსური შესაძლებლობების გაჩენას. ეს არის ჩვენი და IFC -ის რიგით მეორე წარმატებული ტრანზაქცია ადგილობრივ ვალუტაში „შესაძლებლობები მეწარმე ქალთათვის“ პროგრამის ფარგლებში.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს იმისათვის რომ საქართველოს ბანკის მეშვეობით მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ადგილობრივ ვალუტაში დაკრედიტების საიმედო მხარდამჭერები არიან.
ქართული ეკონომიკის დედოლარიზაციის ფონზე, IFC-თან წარმატებით შემდგარი ტრანზაქცია საქართველოს ბანკის, როგორც საქართველოს ბაზარზე ეროვნულ ვალუტაში წამყვანი კრედიტორის პოზიციას, კიდევ უფრო განამტკიცებს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, სულხან გვალიამ.
IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენმა განაცხადა: „ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს ბანკთან ხელს შეუწყობს საქართველოში კერძო სექტორის განვითრებისთვის ერთ-ერთი მთავარი სირთულის - ადგილობრივ ვალუტაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხის გადაწყვეტას. პროექტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ეკონომიკის მთავარი ხერხემლის - მცირე ბიზნესის მხარდაჭერის გზაზე.“
"ქალ მეწარმეებს დიდი პოტენციალი აქვთ და შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ განვითარებადი ბაზრების ეკონომიკურ ზრდაზე. სწორედ ამიტომ ვუწყობთ ხელს ქალებისთვის განათლებაზე და დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას,” განაცხადა Goldman Sachs-ის „10,000 ქალი“ - ინიციატივის დირექტორმა შარლოტა კინანმა.
„მოხარული ვართ, გავაგრძელოთ საქართველოს ბანკის მხარდაჭერა, რამდენადაც იგი აფართოებს ქალთა მფლობელობაში მყოფი ბიზნესის დაკრედიტებას და ხელს უწყობს საქართველოში 2.1 მილიარდი დოლარის ფინანსური დეფიციტის შემცირებას".
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















