ბათუმში, ავტოავარიას, ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:53 | 03.02.2020
ნანახია: 908

ბათუმში კობალაძის ქუჩაზე ავტოავარიის დროს ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას კაცი გარდაცვლილი დახვდა. სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ცხედარი  ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროშია გადასვენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.  ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე