ქუთაისის აეროპორტში ხარაჩო ჩამოიშალა

საქართველო, თბილისი - 14:10 | 28.01.2020
ნანახია: 1030

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ხარაჩო ჩამოიშალა.

საზოგადებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, რკინის კონსტრუქცია, რომელიც აეროპორტში სამშენებლო სამუშაოების გამო დგას, სავარაუდოდ, ქარის გამო ჩამოიშალა. შემთხვევის დროს ხარაჩოზე არავინ იდგა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე