ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:07 | 28.01.2020
ნანახია: 1007

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ავტოავარიას 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა.

როგორც იუწყებიან, ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა დაეჯახა.

თვითმხილველების ცნობით, დაშავებულია ბავშვის ბაბუა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე