ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია ჩემპიონატის პირველ წრეში გამარჯვება მოიპოვა

საქართველო, თბილისი - 16:49 | 21.01.2020
ნანახია: 2007

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია ჩემპიონატის პირველ წრეში გაიმარჯვა.

ტურნირზე 26-ე ნომრად განთესილმა 27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა  პირველ წრეში 22 წლის სამხრეთკორეელ კვონ სუნ ვუს ხუთსეტიან დაძაბულ ბრძოლაში აჯობა და ანგარიშით 6:7, 6:4, 7:5,3:6, 6:3 დაამარცხა.

ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ესპანელი ფერნანდო ვერდასკო იქნება, რომელმაც მანამდე რუს ევგენი დონსკოის იოლად, სამ სეტში სძლია. ბასილაშვილი-ვერდასკოს დაპირისპირება თბილისის დროით 23 იანვარს, დილის 3 საათზე დაიწყება. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე