ისტორიაში პირველად, კანის ფესტივალის ჟიურის აფროამერიკელი უხელმძღვანელებს

საქართველო, თბილისი - 16:28 | 14.01.2020
ნანახია: 1552

კანის 2020 წლის კინოფესტივალის ფესტივალის ჟიურის სახელგანთქმული ამერიკელი რეჟისორი სპაიკ ლი უხელმძღვანელებს.

პირველად, კანის საერთაშორისო კინოფესტივალის 73-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ფესიტვალის ჟიურის შავკანიანი თავმჯდომარე ეყოლება.

"როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ კანის ფესტივალის ჟიურის უნდა ვუხელმძღვანელო, ერთდროულად გამიხარდა, გავოცდი და სიამაყით აღვივსე", - განაცხადა რეჟისორმა.

მისივე თქმი, კანის ფესტივალმა მის შემოქმედებასა და კინემატოგრაფიაში მისი ადგილის განსაზღვრაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

წელს კანის კინოფესტივალი 13 მაისს დაიწყება და 23 მაისამდე გასტანს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე