„კრავთა დუმილის“ გაგრძელებას გადაიღებენ

საქართველო, თბილისი - 14:54 | 13.01.2020
ნანახია: 1552

 

ამერიკული ტელერადიოკომპანია CBS გადაიღებს სერიალს Clarice (კლარისი), რომელიც ოსკაროსან თრილერ „კრავთა დუმილზე“ იქნება დაფუძნებული. იუწყება Deadline.

მოქმედება ხდება ერთი წლის შემდეგ  კრიმინალურ დრამაში განვითარებული მოვლენებიდან, სადაც მთავარ როლებს  ენტონი ჰოპკინსი და ჯოდი ფოსტერი ასრულებენ. მთავარი პერსონაჟი გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტი კლარის სტარლინგია, რომელიც სერიული მკვლელებისა და მანიაკების საქმეებს იძიებს.

როგორც წყარომ გამოცემას აცნობა, კანიბალი ლექტერი პროექტში აღარ გამოჩნდება.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოვა სერიალი, ან ვინ შეასრულებს მთავარ როლებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე