საყოველთაო ჯანდაცვის წარმატება ამ ქვეყნის და თითოეული მოქალაქის იმდენად მნიშვნელოვანი მიღწევაა - პრემიერი
საქართველო, თბილისი - 17:10 | 27.12.2019 ნანახია: 1345
საყოველთაო ჯანდაცვის წარმატებით განვითარებაში ჩვენ პარტნიორები და მოკავშირეები ვართ; ჩვენ ვერავის ავუხსნით პაციენტის გარდა თქვენზე უკეთ, რა წარმატება და პლუსები მოიტანა საყოველთაო ჯანდაცვამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს მასშტაბით არსებული კლინიკების 100-მდე ხელმძღვანელი ესწრება, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიღწევებსა და გამოწვევებს.
„საყოველთაო ჯანდაცვამ საქართველოს მოქალაქეს მისცა შესაძლებლობა, პირველ რიგში სოციალურად დაუცველებს, გარდა იმისა, რომ ეზრუნათ ჯანმრთელობაზე, უბრალოდ სიცოცხლე გადაერჩინათ. ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური სოციალური ვალდებულება, რაც სახელმწიფოს უნდა შეესრულებინა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ყველაფერი რეალობა გახდა 2012 წლის შემდგომ. ბოლო წლების განმავლობაში, იმ მიღწევების გარდა რომელიც ერთმნიშვნელოვნად პაციენტმა მიიღო, რა თქმა უნდა დარგმაც მიიღო თავისი პრეფერენციები. დარგი გაძლიერდა ინფრასტრუქტურულად, ტექნოლოგიურად, ცოდნით და კიდევ ბევრი, ახალი და წარმატებული ინიციატივები და წამოწყებები შემოვიდა დარგში. საყოველთაო ჯანდაცვის წარმატება იმდენად მნიშვნელოვანი წარმატებაა - არც მთავრობის არც - თქვენი, არამედ თითოეული მოქალაქის და ამ ქვეყნის, რომ მისი შენარჩუნების მიზნით რა ნაბიჯების გადადგმაც არ უნდა მოგვიწიოს, უნდა გადავდგათ. თუმცა, ეს ყველაფერი უნდა იყოს პრაგმატული, გათვლილი და საბოლოო ჯამში მიზნად ისახავდეს საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. შესაბამისად ჩვენ კარგად გვესმის, რომ აქ გარკვეული ღია და გულწრფელი საუბარი მოგვიწევს. მაგალითად იმაზე, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ანომალიური 800 ათასი ნოზოლოგია გაჩნდა. მაგალითად იმაზე, რომ საქართველოში ანომალიურად მაღალი პროცენტია გადაუდებელი მკურნალობის, და თითქმის 85%-ს აღემატება; მაგალითად იმაზე, რომ მაშინ, როდესაც სახელმწიფო მიზნად ისახავდა მოქალაქის დახმარებას დღეს სამწუხაროდ ჯიბიდან გადასახდელი არის იმდენად მაღალი, რომ მოქალაქე ვერც გრძნობს ეს საყოველთაო ჯანდაცვა ხშირ შემთხვევაში საერთოდ ვის ეხება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიამ დაადასტურა მთავრობის მზადყოფნა, გადადგას ნაბიჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მდგრადობის შენარჩუნებისთვის და ხაზი გაუსვა ამ პროცესში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თანამშრომლობის აუცილებლობას.
„ჩვენ ჩვენი მხრიდან გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ და თქვენც უნდა გადადგათ გარკვეული ნაბიჯები. 2016 წელს, როდესაც მსოფლიო ბანკმა ჯანდაცვის სისტემა შეისწავლა, პირდაპირი რეკომენდაცია მისცა საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ გადადით ჰოსპიტალური სექტორის რეფორმაზე (DRG), სელექტიურ კონტრაქტირებაზე და კონსოლიდირებულ შესყიდვებზე. სხვანაირად, ჩვენნაირი ეკონომიკური განვითარების მქონე ქვეყანაში, სადაც საბჭოთა პერიოდის შემდგომ ჯანდაცვის სისტემა ნორმალურად არ ფუნქციონირებდა, მდგრადი ჯანდაცვის სისტემის შენარჩუნება შეუძლებელია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არა მხოლოდ ფინანსირების ნაწილში, არამედ სამედიცინო სექტორის განვითარების, ახალი კლინიკების შექმნის ნაწილში იმხელა პროგრესს მივაღწიეთ, ჩვენი საერთო ამოცანაა, ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ ისე, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი მოქალაქე დარჩეს გამარჯვებული. საწოლების რაოდენობით ვუსწრებთ ბევრ ევროპულ ქვეყანას, რაც უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ დარგში ან არაეფექტური, ან ზედმეტი ფინანსური რესურსი იყო ჩასხმული. კონკურენციის ის ხარისხი, რომელიც დღეს არის, სამწუხაროდ, ხარისხის გაუმჯობესების ნაცვლად ხარისხის გაუარესებას უწყობს ხელს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა ობიექტური კრიტიკის მისაღებად და სუბიექტურის საპასუხოდ მზად არის.
„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპი მარტივია - მხარი დავუჭიროთ ქართულ ბიზნესს, რომელიც უნდა გახდეს უფრო ძლიერი, რათა რაღაც პერიოდის შემდეგ სახელმწიფოსთან ერთად სოციალური პასუხისმგებლობა გაიყოს. ჩვენ შეგვიძლია, საქართველოში შევქმნათ იმდენად მძლავრი კერძო კომპანიები, რომლებიც მზად იქნებიან, სახელმწიფოსთან ერთად იზრუნონ სოციალურ პასუხისმგებლობაზე. ეს მათი მდგრადი განვითარების საფუძველია, ისევე, როგორც ქვეყნის მდგრადი განვითარების საფუძველია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც გამოვლენილი იყო 2012 წელს, როდესაც დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და დღეს, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ეს პროგრამა საჭიროებს გარკვეულ მოდერნიზებას, რათა იყოს უფრო მდგრადი და წარმატებული“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა მინისტრებთან ერთად შეხვდა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















