ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით და საქართველოს ბანკის გენერალური პარტნიორობით წლის საუკეთესო სპორტსმენები დასახელდნენ
საქართველო, თბილისი - 11:32 | 27.12.2019 ნანახია: 2033
საქართველოს ბანკის გენერალური პარტნიორობითა და ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით 2019 წლის საუკეთესო სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენები დასახელდნენ.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ განსაზღვრული ნომინაციების მიხედვით გამოვლინდნენ საუკეთესოები:
2019 წლის წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი (გოგონა);
2019 წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი (ვაჟი);
2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი (23 წლამდე) სპორტის სათამაშო სახეობებში;
2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები სპორტის ზამთრის სახეობაში;
2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი;
ქალთა სპორტში დასაქმებული 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი;
2019 წლის რეგიონალური ორგანიზაცია;
2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი;
2019 წლის საუკეთესო სპორტული მენეჯერი;
2019 წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია;
ოლიმპიური მოძრაობის მედია მხარდამჭერი;
ოლიმპიური სპორტის მხარდამჭერები;
2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი.
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, თავად სესიის დელეგატებმა კენჭისყრით გამოავლინეს მთავარ ნომინაციაში გამარჯვებული - 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი-ლაშა ტალახაძე.
დაჯილდოების ცერემონიაზე ასევე დასახელდა 2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი. ეს ტიტული ირმა ხეცურიანმა მოიპოვა.
ღონისძიებას დაესწრნენ სპორტული უწყებების, ოლიმპიურ სახეობათა სპორტული ფედერაციების, სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სეოკ-ის მიერ აღიარებული ასოციაციებისა და კავშირების წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონები, სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, პარტნიორები, საპატიო სტუმრები.
"მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობა წარმატებით ხორციელდება. წელს საქართველოს ბანკი პარალიმპიური კომიტეტის გენერალური პარტნიორიცაა. ჩვენი და კომიტეტების თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს სპორტის ხელშეწყობა, ქართველი ოლიმპიური სპორტსმენების შესახებ მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლება, რადგან თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის და საქართველოს სახელით სპორტულ ასპარეზზე ღირსეულად წარსადგენად, მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობა.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სპორტსმენებს სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქვეყნისთვის არაერთი ჯილდოს მოპოვებისთვის და წარმატებები ვუსურვო მათ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. განსაკუთრებით, 2020-ში დაგეგმილ ტოკიოს თამაშებზე. ამაყი ვარ, რომ საქართველოს ბანკს მიეცა შესაძლებლობა, იყოს ქართველი ოლიმპიელების გენერალური პარტნიორი. ვულოცავ წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელებულებს და ვუსურვებ კიდევ უფრო დიდ წარმატებას!", - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკი ოლიმპიურ კომიტეტს გენერალურ პარტნიორობას 2018 წლის 30 იანვრიდან უწევს. საქართველოს ბანკი აგრძელებს ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობას და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერას 2020 წლამდე განსახორციელებელ ყველა აქტივობაში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















