საქართველოს ბანკისა და სოლო-ს ორგანიზებით ლენი კრავიცის კონცერტი გაიმართება
საქართველო, თბილისი - 13:32 | 17.12.2019 ნანახია: 2090საქართველოს ბანკისა და SOLO ორგანიზებით ლენი კრავიცი თბილისს, მსოფლიო ტურნეს - “HERE TO LOVE” ფარგლებში, 2020 წლის 31 მაისს ეწვევა. კონცერტი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ევროპის ტური საქართველოდან დაიწყება.
როკი, ფანკი, ბლუზი, სოული - ლენი კრავიცი ჩვეულ სტილს არ ღალატობს და მსმენელს სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის სინთეზით დაუვიწყარ შოუს პირდება. მუსიკოსი შეასრულებს სიმღერებს როგორც ბოლო, რიგით მე-11 ალბომიდან “RAISE VIBRATION”, ასევე მსოფლიო ჰიტებს 30-წლიანი მუსიკალური კარიერიდან.
ბილეთების გაყიდვა 18 დეკემბრის 10:00 საათიდან, ონლაინ, TKT.Ge-ზე დაიწყება - tkt.ge/LennyKravitz.
SOLO CLUB- ისა და საქართველოს ბანკის WM-ს მომხმარებლებისთვის გაიყიდება. 20 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე ბილეთების შეძენას SOLO -ები შეძლებენ. 26 დეკემბრიდან კი ბილეთების ყიდვა ყველა ტიპის ბარათით იქნება შესაძლებელი. კონცერტისთვის კარი 17:00 საათზე გაიხსნება, ლეგენდარული მუსიკოსი კი ქართველი მსმენელის წინაშე მოგვიანებით წარდგება. ბილეთის ფასი ექსკლუზიურად SOLO-ებისთვის 95 ლარიდან დაიწყება.
ლენი კრავიცის შესახებ
ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო, ლეგენდარული როკ-მუსიკოსის, პროდიუსერისა და მულტიინსტრუმენტალისტის ლენი კრავიცის მუსიკალური შემოქმედება წარმოადგენს სხვადასხვა ჟანრის - როკის, ფანკის, სოულის სინთეზს.
მუსიკოსის კარიერა თითქმის 30 წელს ითვლის და ამ ხნის განმავლობაში გამოშვებული აქვს 11 ალბომი; ზედიზედ ოთხჯერ მიღებული აქვს გრემის ჯილდო კატეგორიაში „როკ მუსიკის საუკეთესო შემსრულებელი მამაკაცი“.
ლენი კრავიცის პირველი ალბომი სახელწოდებით “Let Love Rule” 1989 წელს გამოვიდა და მასში შესული თითქმის ყველა სიმღერის ტექსტის ავტორი თავად მუსიკოსია. მომღერლის ბოლო ალბომი სახელწოდებით “RAISE VIBRATION” კი, 2018 წლის 7 სექტემბერს გამოვიდა.
გარდა მუსიკალური კარიერისა, ლენი კრავიცს არაერთი როლი აქვს შესრულებული ფილმებსა თუ ტელე-შოუებში. სამსახიობო კარიერაში მისი დებიუტი 2009 წელს შედგა ფილმში “Precious”. კრავიცმა ყველაზე დასამახსოვრებელი როლი შეასრულა “Hunger Games”-ში.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2003 წელს ლენი კრავიცმა ინტერიერის დიზაინის სტუდია Kravitz Design დააფუძნა, სადაც ის მთავარი დიზაინერია. კრავიცის სტუდია დღემდე წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა პროექტს და თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა Rolex, Leica და Dom Perignon.
2019 წელს ლენი კრავიცი გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის კამპანიას #FightRacism შეუერთდა, რომელიც მიმართულია რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. კამპანიის მიზანს წარმოადგენს ტოლერანტობისა და თანასწორობის მხარდაჭერა, რაც ეფუძნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, რომელშიც ნათქვამია: „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით..“
ლენი კრავიცმა, 10 დეკემბერს ბოლო ალბომის ჰიტად ქცეული სინგლის, სახელწოდებით „Here to Love” ახალი ვერსია გამოუშვა, რომელიც 2020 წლიდან გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის მიერ რასიზმის წინააღმდეგ არსებული კამპანიის „საუნდთრექი“ იქნება. აღნიშნულ კამპანიასთან დაკავშირებით მუსიკოსმა ვიდეო-მიმართვაც ჩაწერა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















