იუსტიციის სამინისტრო 2016 წელს პარლამენტს 20 საკანონმდებლო ცვლილებას წარუდგენს
საქართველო, თბილისი - 16:28 | 28.12.2015 ნანახია: 2003
ნოტარიუსთა პალატის რეფორმის მეორე ტალღა, მოწმის დაკითხვის ახალი წესის იმპლემენტაცია, საკანონმდებლო პაკეტი ძალადობის წინააღმდეგ, საარჩევნო პერიოდში სპეცუბნების შექმნის ახალი წესი, ცვლილებები პოლიტიკურ პარტიათა რეგისტრაციის წესში, მიწის რეგისტრაციის ახალი კანონმდებლობა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმა, ინფორმაციის თავისუფლების აქტი, ცვლილებები კანონში ქუჩაში მცხოვრები ბავშვების უფლებების დასაცავად − იუსტიციის სამინისტროს მიერ 2016 წელს განსახორციელებელი ამ და სხვა რეფორმების შესახებ თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების; იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.
თეა წულუკიანმა საკომიტეტო მოსმენაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ ბოლო დროს განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. კერძოდ, ნოტარიუსთა სისტემის რეფორმის პირველ ტალღასა და მოწმის დაკითხვისა და გამოკითხვის წესზე: „ნოტარიუსთა რეფორმის შედეგად იმ რეგიონებში გაჩნდებიან ნოტარიუსები, სადაც ისინი არასოდეს ყოფილან და ხალხს უწევდა მოგზაურობა საათობით, ელემენტარულად, ხელმოწერის დამოწმებისთვის. ეს არის მთის რეგიონები და არა მხოლოდ“. მისი განცხადებით, რეფორმის მეორე ეტაპზე ახლებურად დარეგულირდება ნოტარიუსების დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები.
„ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ რამდენიმე სამინისტრომ პირველად შემოვიტანეთ პრინციპი, რომ მოწმის გამოძიებაში დაკითხვის ინსტიტუტი გაუქმდა, მოწმის გამომძიებელთან გამოკითხვა გახდა ნებაყოფლობითი. 2016 წელს ჩვენ ვგეგმავთ ამ რეფორმის იმპლემენტაციას“, − განაცხადა მან.
თეა წულუკიანმა დეპუტატებს ის საკანონმდებლო ცვლილებები გააცნო, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო 2016 წელს განახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით:
„მზადაა სტამბულის კონვენციის თანმდევი ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ქალთა ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადდა. ცვლილება შეეხო 20 კანონს და არასამთავრობო სექტორთან ერთად შეჯერებულ ვერსიას. წარვადგენთ 2016 წელს სტამბულის კონვენციასთან ერთად რატიფიცირებისთვის“.
მან ისაუბრა, აგრეთვე, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც ახლებურად დაარეგულირებს სპეცუბნების ფუნქცონირების საკითხს არჩევნების პერიოდში:
„სრულდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში სპეცუბნების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მუშაობა. სპეცუბნები მომავალ არჩევნებზე აღარ იქნება განხილვის თემა, რადგან კანონი ძალიან მკაფიოდ დაარეგულირებს პროცესს და მინიმუმამდე დაიყვანს სპეცუბნების შექმნის შესაძლებლობას“.
თეა წულუკიანის თქმით, ცვლილებები განხორციელდება პოლიტიკურ პარტიათა რეგისტრაციის წესშიც:
„მზადდება ცვლილებები „პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის შესახებ“ კანონში, რათა პარტიათა რეგისტრაცია და ფუნქციონირება იყოს კიდევ უფრო გამჭვირვალე და მარტივი, და პარტიებს არ შეექმნათ არანაირი იმის მსგავსი პრობლემები, რომელთაც შეიძლება დღეს აწყდებოდნენ“.
თეა წულუკიანმა მიწის რეგისტრაციის კანონმდებლობაზეც ისაუბრა:
„მზადდება რეფორმა, რომელიც სრულად მოაწესრიგებს მიწის რეგისტრაციის საკითხებს. ეს რეფორმა, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების დაცვის და, მეორე მხრივ, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში შეუწყობს ხელს“.
გაერთიანებული კომიტეტების სხდომას თეა წულუკიანმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემის რეფორმების პროექტიც წარუდგინა. მისი თქმით, „დასრულდა ნაფიც მსაჯულთა სისტემის რეფორმაზე მუშაობა; სისხლის სამართლის კოდექსის გადასინჯვის პროექტი; მზადდება ცვლილებები „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ არსებულ კანონებში“.
კიდევ ერთი მნიშნელოვანი საკითხი, რომელსაც თეა წულუკიანი შეეხო, ინფორმაციის თავისუფლების აქტი იყო: „მზადდება და 2016 წელს პარლამენტს წარედგინება ინფორმაციის თავისუფლების აქტი, რომელსაც უკვე გაეცნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მოგვაწოდეს შენიშვნები“.
მან ისაუბრა მიმდინარე სამუშაოებზე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების შესაქმნელად ძალოვან უწყებებში არასათანადო მოპყრობის დადანაშაულების ეფექტური გამოძიებისათვის:
„სისხლის სამართლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში მიმდინარეობს მსჯელობა ე.წ. მოწამლული ხილის პრინციპის დანერგვაზე. ჩვენ ვმსჯელობთ, რა ხდება მაშინ, თუკი განსასჯელის სკამზე მყოფი ადამიანი სასამართლო დარბაზში ამბობს, რომ მისგან იძულებით (არასათანადო მოპყრობის გზით) მიიღეს ჩვენება. საკმარისია თუ არა, მოსამართლემ სთხოვოს პროკურატურას საკითხის შესწავლა, როგორც ახლა ხდება, თუ საჭიროა უფრო მეტი. გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ, რომელიც ძალოვან უწყებებში არასათანადო მოპყრობის დადანაშაულების გამოძიებას შეეხება“.
იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დაცვის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. თეა წულუკიანის თქმით, „დასრულდა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დაცვის მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. პაკეტი მოიცავს ყველა მიმართულებას: იუსტიციას (დოკუმენტებისა და ბავშვთა იდენტიფიკაციის ნაწილში შეგვაქვს მთელი რიგი ცვლილებებისა), ჯანდაცვას, სასამართლოსა და პოლიციას. ნაძალადევში, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიაციის სახლში, 15 ასეთ ბავშვთან დამეგობრება და, შესაბამისად, მათი დახმარება მოვახერხეთ, თუმცა, ეს საკმარისი არაა და ამიტომ შემოვიტანთ ცვლილებათა პაკეტს“.
პოლიტიკა
- „ოცნებამ“ ბრძოლა ვერ გააჩერა, დღეს ის უფრო სუსტია, ალიანსის შექმნა ბრძოლის ახალი ეტაპია და გამარჯვება რეალისტურად გამოიყურება - ელენე ხოშტარია
- ისრაელის საელჩო - 2600-წლიანი მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის საერთო ღირებულებებსა და პატივისცემასა ეფუძნება, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს
- ირანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში მინისტრის მოადგილემ გააკეთა მთავრობის მიერ საჯაროდ გაჟღერებული განცხადების ანალოგიური ჩანაწერი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
- განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას წინსვლისთვის სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად - აშშ
სამართალი
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
- თბილისში, პირმა საცხოვრებელ სახლში უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა, რა დროსაც დედამისი დაიჭრა - ბრალდებული დაკავებულია
- ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
- სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გია ონიანი, ასევე, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები დააკავეს
მსოფლიო
- დღეს ირანზე მძიმე დარტყმები განხორციელდება, სრული განადგურება და გარდაუვალი სიკვდილი ელოდებათ იმ ტერიტორიებსა და ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც სამიზნეებად არ განიხილებოდნენ - დონალდ ტრამპი
- შვედეთმა უკრაინის მიერ დასანქცირებული სატვირთო გემი დააკავა
- ირანის ლიდერების ორი ჯგუფი აღარ არსებობს, 32 გემი ჰყავდათ და ყველა ოკეანის ფსკერზეა - დონალდ ტრამპი
- ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის ქვეყნებს ბოდიშს უხდის
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსში“ Michelin-ის საბურავების შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროს უფასო მომსახურებით ისარგებლებენ
- „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა
- Zeekr 9X უკვე საქართველოშია - Zeekr Center Tegeta-მ ახალი პრემიუმ SUV წარადგინა
- Tegeta Comfort – შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















