Twitter-მა 2019 წლის ყველაზე განხილვადი თემები დაასახელა
საქართველო, თბილისი - 14:39 | 10.12.2019 ნანახია: 2157
სოციალურმა ქსელმა Twitter-მა თავის ბლოგში 2019 წლის შედეგები შეაჯამა და ყველაზე პოპულარული თემები გამოყო. მათ შორისაა სერიალი „სამეფო კარის თამაშები“, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
ყველაზე განხილვადი ახალი ამბების კატეგორიაში პირველი ადგილი ნოტრ-დამის ხანძარმა დაიკავა. ხანძარი 15 აპრილს გაჩნდა, ჩამოინგრა ტაძრის შპილი, ცეცხლმა მოიცვა მზიდი კონსტრუქცია. მეორე ადგილი დაიკავა ჰეშთეგმა „რეივის ეპოქის დასაწყისი - მმართველობის ეპოქა, რომელიც 1 მაისს იაპონიაში ჰეისეის ეპოქა შეცვალა იმპერატორის ცვლილებასთან დაკავშირებით. მესამე ადგილზეა ვენესუელა, სადაც იანვრის დასაწყისში მასობრივი პროტესტები დაიწყო და ხუან გუაიდომ თავი სახელმწიფოს დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.
ყველაზე პოპულარული ახალი ამბების ათეულში ასევე შევიდა Brexit-ი, იაპონიაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში უძლიერესი ტაიფუნი ჰაგიბისი, ამაზონის ტყის ხანძრები. ჰონგ-კონგის პროტესტები, კლიმატთან დაკავშირებული პროტესტები. ტერაქტი ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩსა და აშშ-ში დემოკრატების წინასაარჩევნო დებატები.
2019 წლის ყველაზე განხილვადი პერსონა გახდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი წინამორბედი ბარაქ ობამა და ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი. ტოპში ასევე მოხვდნენ ამერიკელი პოლიტიკოსი ალექსანდრია ოკასიო-კორტესი, ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები ბერნი სანდერსი და ჯო ბაიდენი.
მომხმარებლები ხშირად მსჯელობდნენ აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ ჰილარი კლინტონსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზე, ასევე რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინზე.
2019 წლის ყველაზე განხილვადი სერიალი იყო „სამეფო კარის თამაშები“. მეორე ადგილზე აღმოჩნდა ამერიკული სერიალი „ძალიან უცნაური საქმეები“, მესამეზე - სერიალი „სიმფსონები“. მხატვრულ ფილმებს შორის ყველაზე პოპულარული იყო ფილმი „შურისმაძიებლები: ფინალი“.
Twitter-ის მომხმარებელბი ასევე საუბრობდნენ ამერიკელ მსახიობებზე ტომ ჰოლანდზე, კრის ევანსსა და ზენდაიაზე. მომხმარებლთა შორის 2019 წლის ყველაზე პოპულარული მუსიკოსი გახდნენ სამხრეთკორეული ჯგუფი BTS, ამერიკელი მომღერლი არიანა გრანდე და რეპერი დრეიკი.
სოციალურმა ქსელმა ცალკე გამოყო პოსტი, რომელსაც ყველაზე მეტი რამდენიმე გაზიარება ჰქონდა. ყველაზე პოპულარული გახდა ქათმის კვერცხის ფოტო, რომელმაც იანვარში მსოფლიო რეკორდი მოხსნა Instagram-ზე „მოწონებების“ რაოდენობით. მომხმარებლები ასევე აქტიურად აზიარებდნენ ვიდეოს, რომელზეც სტუედენტების გუნდი გაურბის პატარა იხვებს და კიდევ ერთი ვიდეო, სადაც ჩანს კატა, რომელიც ღობეზე იდეალურ ნახტომს ასრულებს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















