ქარელის მუნიციპალიტეტში ცოლის ძმამ სიძე მოკლა

საქართველო, თბილისი - 15:50 | 06.12.2019
ნანახია: 924

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში, სავარაუდოდ, კაცმა თავისი დის ქმარი მოკლა და მიიმალა.

ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ან ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე