ჩვენ მივაგენით სწორ ბალანსს მოსახლეობისა და ინვესტორის ინტერესებს შორის იმისთვის, რომ ჰესი აშენდეს - თურნავა
საქართველო, თბილისი - 15:18 | 05.12.2019 ნანახია: 1300
„ჩვენ მივაგენით იმ სწორ ბალანსს, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს ნაპოვნი მოსახლეობისა და ინვესტორის ინტერესებს შორის იმისთვის, რომ ჰესი აშენდეს. ჩვენ შეიძლება იმ ტემპით ვერ ვვითარდებით, რაც ენერგეტიკოსებს გაუხარდებოდათ და ჩვენს ეკონომიკას სჭირდება, მაგრამ ტემპი იზრდება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისების ხელშეწყობაა. ნათია თურნავას თქმით, ჰესების მშენებლობის პერიოდის გახანგრძლივება 2017 წლიდანაა აქტუალური, როდესაც ქვეყანამ შესაბამისი კანონმდებლობა გაამკაცრა. „მანამდე ჰესის მშენებლობა შედარებით მარტივი იყო. დღეს გაცილებით მეტი მუშაობა მართებს მთავრობას და ინვესტორს, რადგან მომზადდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობა, ამაღლდა სოციალური პასუხისმგებლობა, მოსახლეობამ გაათვითცნობიერა, რომ გაცილებით მეტის მომთხოვნის შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ საკუთარი სოციალური თუ გარემოსდაცვითი უფლებები დაიცვას. ყოველივე ეს დიდ სამუშაოს საჭიროებს. ამის გამო, რიგი ობიექტების მშენებლობა შეფერხებული იყო და დღესაც ფერხდება," - განაცხადა მინისტრმა.
ამის მიუხედავად, მინისტრის ინფორმაციით, ბოლო წელიწადში რამდენიმე ენერგოობიექტი გაიხსნა. „ჩვენ ისინი ზედმეტი ხმაურის გარეშე გავხსენით. ზოგჯერ, როდესაც არ არის აჟიოტაჟი, თქვენც, მედია არ ინტერესდებით და ამიტომ თქვენი ყურადღების მიღმა რჩება, რომ მცირე და საშუალო ჰესები შენდება. ჩვენ სტატისტიკა გამოვაქვეყნეთ და ბოლო თვეებში 11 ახალი მცირე და საშუალო ჰიდროსადგური ამოქმედდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ 20-30 ადამიანის დასაქმებისთვის თითოეულ იმ რეგიონში, სადაც ეს სადგურები ამოქმედდა. ეს არის 200 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია. ესაა დამატებით დაახლოებით 100 მგვტ. დადგმული სიმძლავრე", - განაცხადა ნათია თურნავამ.
რაც შეეხება მსხვილი ჰესების მშენებლობას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ისტორიული უწოდა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ კონტრაქტს „ნამახვანი ჰესის" მშენებლობის შესახებ. „ნამახვანის ისტორიული კონტრაქტი წლებია, მზადდებოდა. ჩვენ ვეხმარებით ინვესტორს და ვვარაუდობთ, რომ მომავალი წლის დასაწყისში ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით იქნება მშენებლობის ნებართვა აღებული და მშენებლობა დაიწყება," - განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება ქარის ენერგიის ათვისების მიმართულებაზე. „საქართველოში ქარის რამდენიმე ელექტროსადგურის პროექტის განხორციელებაზე ვმუშაობთ. მთავრობის ბოლო ორ სხდომაზე ჩვენ ორ ასეთ პროექტს დავუჭირეთ მხარი," - განაცხადა ნათია თურნავამ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















