აშშ მზად არის აუცილებლობის შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ იარაღი გამოიყენოს - დონალდ ტრამპი

საქართველო, თბილისი - 16:31 | 03.12.2019
ნანახია: 820

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი და კიმ ჩენ ინის კარგი ურთიერთობების მიუხედავად, შეერთებული შტატები მზად არის, აუცილებლობის შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ იარაღი გამოიყენოს.

 „მე კარგი ურთიერთობა მაქვს კიმ ჩენ ინთან, შესაძლოა, უკეთესიც კი, ვიდრე სხვა ლიდერებთან. მაგრამ ეს აშშ-ს ხელს არ უშლის გამოიყენოს იარაღი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ უკიდურეს შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება გახდება“, - განაცხადა ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ ლონდონში.

მან აზიელ მოკავშირეებს - სამხრეთ კორეასა და იაპონიას მოუწოდა გაზარდონ თავიანთი სამხედრო ხარჯები და მეტი გადაიხადონ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

 „აშშ უზარმაზარ თანხას ხარჯავს სამხრეთ კორეის დასაცავად, რომელიც ვალდებულია, უფრო მეტი დახარჯოს. ასევე მივმართავ იაპონიას - თქვენ მდიდარი ქვეყანა ხართ, ძლევამისილი ქვეყანა  და ვალდებული ხართ დაგვეხმაროთ, უფრო მეტი უნდა გადაიხადოთ თქვენივე უსაფრთხოებისათვის“, - აღნიშნა ტრამპმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე