სოფელ ნუკრიანში სიძემ სანადირო თოფით სიმამრი მოკლა

საქართველო, თბილისი - 15:38 | 03.12.2019
ნანახია: 923

კახეთში, სოფელ ნუკრიანში სიძემ სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით სიმამრი მოკლა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ბრალდებული მეუღლეზე ძალადობდა, რის გამოც სიძესა და სიმამრს შორის უთანხმოება ხშირად იყო. ბრალდებული მკვლელობის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე