ნატო ისე არავის სჭირდება, როგორც საფრანგეთს - დონალდ ტრამპი

საქართველო, თბილისი - 14:58 | 03.12.2019
ნანახია: 783

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლონდონში ნატო-ს სამიტის ფარგლებში განაცხადა, რომ ნატო ისე არავის სჭირდება, როგორც საფრანგეთს და ალიანსის სიკვდილის შესახებ საუბარი სახიფათოა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჟურნალ The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატო-მ მთლიანად დაკარგა კოორდინაცია ბლოკის შიგნით, რასაც შესაძლოა „ტვინის სიკვდილი“ ეწოდოს. მისი თქმით, ალიანსში არ არსებობს კოორდინაცია აშშ-სა და სხვა პარტნიორებს შორის სტრატეგიული საკითხების გადასაჭრელად. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ საფრანგეთის ლიდერის მწვავე შეფასებებს არ იზიარებენ.  

 „არავის ისე არ სჭირდება ნატო, როგორც საფრანგეთს, ჩვენ ვეხმარებით ევროპას. ეს ძალიან სახიფათო განცხადებაა მათთვის ( ფრანგებისთვის)“, - განაცხადა ტრამპმა.

მან აღნიშნა, რომ მაკრონის განცხადება „ტვინის სიკვდილის“ შესახებ ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის შეურაცხმყოფელია.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე