თურქეთი საიმედო პარტნიორია - დონალდ ტრამპი

საქართველო, თბილისი - 14:45 | 03.12.2019
ნანახია: 842

 

ნატოში თურქეთის წევრობის საკითხი ალიანსის წევრი ქვეყნების განსახილველია, თურქეთი ბლოკის კარგი წევრია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

 „მე მომწონს თურქეთი, კარგად ვიცნობ პრეზიდენტ ერდოღანს. ის ნატო-ს კარგი წევრია... წევრობის თემა ალიანსის წევრების განსახილველია“, - განაცხადა ტრამპმა ლონდონში ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, აშშ-სა და თურქეთს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები აქვთ.

„ჩვენ ერთობლივი თანამშრომლობის კარგი გამოცდილება გქვონდა ალ-ბაღდადის განადგურების ოპერაციის დროს. ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს თურქეთთან,  თურქეთი საიმედო პარტნიორია“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ ნატო-ს ქვეყნები ალიანსში თურქეთის  წევრობის საკითხს განიხილავენ. 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე