საფრანგეთი პასუხობს აშშ-ს მოსალოდნელ სანქციებს ფრანგულ პროდუქციაზე

საქართველო, თბილისი - 12:25 | 03.12.2019
ნანახია: 1127

პარიზის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციათა პროექტი დაუშვებელია, ამის შესახებ საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსების მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცხადა. მისი თქმით, სანქციების შემოღების შემთხვევაში, ევროკავშირი აშშ-ს მტკიცე პასუხს გასცემს.

როგორც აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მოხსენებაშია ნათქვამი, საფრანგეთი ატარებს დისკრიმინაციულ პოლიტიკას ამერიკული ციფრული კომპანიების მიმართ, ამის საპასუხოდ კი ვაშინგტონმა, შესაძლოა, დააწესოს 100-პროცენტიანი ტარიფები 2,4 მლრდ დოლარის მოცულობის ფრანგულ პროდუქციაზე.

 „შევხედავთ, როგორი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. მაგრამ უკვე ეს პროექტი, რომელიც შესაძლოა, 30 დღის განმავლობაში განხორციელდეს, ეს ის საქციელი არ არის, რასაც აშშ-სგან ველოდებით მათი მთავარი მოკავშირის - საფრანგეთისა და საერთოდ ევროპის მიმართ“, - აღნიშნა ლე მერმა.

ივლისში საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კანონი უმსხვილესი ციფრული კომპანიების Amazon-ის, Apple-ს, Facebook-ისა Google-ს, მომსახურებაზე გადასახადების შესახებ, რამაც აშშ-ის მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპასუხო ზომების სახით შესაძლოა, გადასახდები დაწესდეს ფრანგულ ღვინოზე.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე