ერდოღანს, ტერორიზმთან ბრძოლაში, ნატო-ს მხარდაჭერის იმედი აქვს

საქართველო, თბილისი - 12:04 | 03.12.2019
ნანახია: 783

თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტერორიზმთან ბრძოლაში ნატო-ს მხარდაჭერის იმედი აქვს. ამის შესახებ მან ანკარაში, ლონდონში ნატო-ს სამიტზე გამგზავრებამდე განაცხადა. მისი თქმით, ნატო-ს რეფორმირების პროცესი გარდაუვალია.

 „ნატო-ს განახლება გარდაუვალია. თურქეთს აქვს მოლოდინი, რომ მოკავშირეები შეეცდებიან თანამშრომლობის გაფართოების გზების ძიებას. თურქეთი ასევე იმედოვნებს, რომ ისინი ტერორიზმთნ ბრძოლაში ანკარას მხარს დაუჭერენ“. - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

„ნატო-ს ყველა წევრმა ქვეყანამ ალიანსის რეფორმირებას მხარი უნდა დაუჭიროს, ეს შესაძლებლობას მოგვცემს ტერორისტულ ორგნაზაციებს უფრო პრინციპულად და მტკიცედ ვებრძოლოთ,“ -აღნიშნა მან. ერდოღანის თქმით, თურქეთი ნატო-ს შეუცვლელი ქვეყანაა.

ნატო-ს სამიტი ბრიტანეთის დედაქალაქში 3-4 დეკემბერს იმართება. ერდოღანი სამიტის ფარგლებში გეგმავს შეხვდეს აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და საფრანგეთის ლიდერს ემანუელ მაკრონს, ასევე გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს ბორის ჯონსონს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე