ალბანეთში დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 40-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 13:13 | 28.11.2019
ნანახია: 855

ალბანეთში დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 40-მდე გაიზარდა.

6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა ალბანეთში 26 ნოემბერს მოხდა. მედიის ცნობით, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქ ტირანასა და ქალაქ დურესში, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარეობს. დაინგრა შენობები, ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ადამიანები იყვნენ დარჩენილნი.

სამაშველო სამუშაოები გრძელდება დურესში.

გავრცელებული ცნობით, ამ მომენტისთვის ნანგრევებიდან 45 ადამიანია ამოყვანილი, დაშავებულია 650-ზე მეტი ადამიანი.

ქვეყანაში ერონული გლოვა გამოცხადდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე