ერაყში, დემონსტრანტებმა, ირანის საკონსულოს შენობა გადაწვეს

საქართველო, თბილისი - 12:28 | 28.11.2019
ნანახია: 936

ერაყის ქალაქ ნაჯაფში, დემონსტრანტებმა  ირანის საკონსულოს შენობა გადაწვეს. იუწყება სააგენტო Shafaq-ი.

სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, დემონსტრანტები საკონსულოს შენობაში შეიჭრნენ და ცეცხლი წაუკიდეს. ირანის დიპლომატიურმა მისიამ შენობა ცეცხლის გაჩენამდე ათი წუთით ადრე დატოვა.

ერაყში საპროტესტო აქციები ოქტომბრიდან მიმდინარეობს. დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას, კორუფციასთან და უმუშევრობასთან ბრძოლის გამკაცრებას და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. აქციების დაწყების დღიდან ერაყში 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 15 ათასი კი დაშავდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე