ალბანეთში, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ნანგრევებიდან 28 ადამიანი გამოიყვანეს

საქართველო, თბილისი - 16:48 | 26.11.2019
ნანახია: 920

ალბანეთში, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ნანგრევებიდან 28 ადამიანი გამოიყვანეს.

6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა ალბანეთის დედქალაქ ტირანას  სიახლოვეს დღეს მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 13, ხოლო დაშავდა 300-ზე მეტი ადამიანი. ქვეყნის პრეზიდენტმა ილირ მეთამ სიტუაციას დრამატული უწოდა.

მისი თქმით, სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობას მიიღებენ იტალიელი, ბერძენი, ფრანგი, თურქი, სერბი და მონტენეგროელი მაშველები.

აღნიშნულია, რომ უამრავი მოქალაქე უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული.

მედიის ცნობით, ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ტირანასა და ქალაქ დურესში, დანგრეულია შენობები, რომელთა ნანგრევებში, შესაძლოა, ადამიანები იყვნენ დარჩენილნი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე