პაპუა-ახალ გვინეაში შეიარაღებულმა პირებმა თვითმფრინავი გაიტაცეს

საქართველო, თბილისი - 14:17 | 26.11.2019
ნანახია: 831

რვა შეიარაღებულმა პირმა პაპუა-ახალ გვინეას ერთ-ერთ კუნძულზე, ავიაკომპანია Tropicair-ის თვითმფრინავი გაიტაცეს, გამოუყენებელ აეროდრომზე დაშვების შემდეგ კი ტვირთი გაიტაცეს და მიიმალნენ. იუწყება სააგენტო „ფრანს პრესი“.

ინციდენტი კუნძულ ახალ ბრიტანეთზე მოხდა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, საჰაერო ხომალდის დაკავების შემდეგ თავდმასხმელებმა პილოტი აიძულეს გამოუყენებელ აეროდრომზე დაშვებულიყო. ბორტზე მგზავრები არ იმყოფებოდნენ.

აეროდრომზე დაშვების შემდეგ შეიარაღებულმა ადამიანებმა გაიტაცეს თვითმფრინავის ტვირთი და გაიქცნენ. ინციდენტის შედეგად პილოტი არ დაშავებულა.

სააგენტოს ცნობით, აეროპორტი, სადაც ინციდენტი მოხდა, კუნძულის ძნელადმისასვლელ ნაწილში მდებარეობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე