6 დაღუპული და 300-ზე მეტი დაშავებული - ძლიერი მიწისძვრა ალბანეთში

საქართველო, თბილისი - 12:03 | 26.11.2019
ნანახია: 867

ალბანეთში მიწისძვრის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დაშავდა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ალბანეთის დედაქალაქ ტირანას სიახლოვეს 6,4 მაგნიტუიდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.

ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, დახურულია სასწავლო დაწესებულებები.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ტირანაში, ასევე ქალაქ დურესში, რომელიც ეპიცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარეობს. დანგრეულია შენობები. ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილნი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე